logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ამომრჩეველს ჰპირდებიან, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა
- +

1 ოქტომბერი. 2016. 11:53



„ჩვენ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ და „ქართულ ოცნებას" პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება, ამას  თითქმის ყველა კვლევა აჩვენებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა.


„8 ოქტომბერს გამოჩნდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი. ადამიანებს საკუთარი ნების მშვიდად გამოხატვის საშუალება უნდა მივცეთ. შედეგს ამომრჩეველი გადაწყვეტს და არა პარტიების ნება-სურვილი, ვის რა შედეგის მიღება სურს. ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ საარჩევნო გარემო მძიმეა, ტყუილია. დღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არავინ დასდევს, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ არ მოქმედებს და ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია თავისუფლად, დემოკრატიულად მიმდინარეობს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საპარლამენტო არჩევნები ასე მშვიდად არასდროს ჩატარებულა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

 

გოგიჩაიშვილის თქმით ის, რასაც ოპონენტები ამომრჩეველს ჰპირდებიან, „ქართულმა ოცნებამ" უკვე გააკეთა.

 

„ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ამომრჩეველს ჰპირდებიან, „ქართულმა ოცნებამ" უკვე გააკეთა. „ქართულ ოცნებას" ძალიან ძლიერი საარჩევნო პროგრამა აქვს, რომლითაც 4 წლის განმავლობაში უფრო მეტი რამის გაკეთებას ვაპირებთ, იქნება ეს განათლება, ეკონომიკა, თუ ინფრასტრუქტურა. „ქართულ ოცნებას" აქვს გამოცდილება და კონკრეტული, რეალური პროგრამა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner