„ეროვნული ფორუმის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფო ბენიძემ „ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ნაცვლიშვილის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
სოფო ბენაძის თქმით, „ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყანას სჭირდება.
„არ ვეთანხმები ჩემი პარტიის „ეროვნული ფორუმის" წინამძღოლების გარკვეულ მოსაზრებებს. ამიტომაც, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ეროვნული ფორუმი. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ბექა ნაცვლიშვილს. იმედი მაქვს, ისნის მოსახლეობა და არა მხოლოდ,ისნის მოსახლეობა, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გააკეთებს სწორ არჩევანს", - აცხადებს სოფო ბენაძე.