logo_geo
eng_logo
„გვეუბნებიან, რომ არჩევნების შემდეგ ავტომანქანები უნდა დავწვათ“ – „თავისუფალ ზონას” კიდევ ერთი აქტივისტი ტოვებს
- +

1 ოქტომბერი. 2016. 12:10


 

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან პირდაპირ მივიღეთ დავალება, რომ არჩევნების შემდეგ უნდა მოვახდინოთ ქალაქის ლოკალიზება, კერძოდ უნდა დავწვათ საკუთარი ავტომანქანები, - ამის შესახებ „თავისუფალი ზონის" წევრმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ჭიაბერაშვილი განცხადების გაკეთების შემდეგ „თავისუფალ ზონას" ტოვებს. როგორც გამგეობის ყოფილი წევრი აცხადებს, მას და „ზონის" სხვა წევრებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პირადად სთხოვდნენ არჩევნების შემდეგ „კიევური მაიდნის" თბილისში მოწყობას.


„თათბირებზე კობა ხაბაზი, ჩიორა თაქთაქიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გვაცნობენ დესტაბილიზაციის გეგმას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არჩევნებს წააგებდნენ, ჩვენ უნდა მოგვეხდინა დედაქალაქის ლოკალიზება საკუთარი ავტომანქანებით, კერძოდ, უნდა დაგვეწვა მანქანები კანცელარიასთან და დედაქალაქის ცენტრში, რასაც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" აგვინაზღაურებდა.

 

მე ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და ვტოვებ „თავისუფალ ზონას". იმ შემთხვევაში, თუ ჩემი და ორგანიზაციის სხვა წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა განხორციელდა, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალური მოძრაობას", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.


მისივე ინფორმაციით, დესტაბილიზაციის მოწყობა 8 ოქტომბრის ღამიდან დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით.


ცნობისთვის, ნუგზარ ჭიაბერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის ნათესავია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner