logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე „რუსთავი 2“- ის გენერალურ დირექტორს პასუხობს
- +

1 ოქტომბერი. 2016. 14:54



„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის საპასუხოდ ნინო გვენეტაძემ განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებზე ზეწოლა გამორიცხულია.



 

„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ზეწოლა არ ხდება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ისეთი კატეგორია და ისეთი კადრია, რომელზეც ზეწოლა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ უზენაესი სასამართლოში მოსამართლეებზე ზეწოლა გამორიცხულია. ის განცხადება, რომელიც ობიექტური საფუძვლით კეთდება, გადავამოწმებთ. მაგრამ ის განცხადებები, რომელიც შეიძლება იყო პოპულისტური ან კონკრეტული მხარის მონაწილეობით გაცხადებული, არ გადამოწმდება", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner