logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს წვრილმან ხულიგნობაში ბადალი არ ჰყავთ
- +

1 ოქტომბერი. 2016. 15:03



ტელეკომპანია „იმედის" ეთერში უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა „ნაციონალური მოძრობის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მათ ბადალი არ ჰყავთ წვრილმან ხულიგნობაში.


„ბადალი არ ჰყავთ მათ წვრილმან ხულიგნობაში, გარდა ამისა, კარგად ჩანს, რომ მათ დაკარგეს რეალობის გრძნობა, მიხეილ სააკაშვილი კი ოდესღაც იყო პოლიტიკური ცხოველი, მაგრამ როდესაც დიდი ძალაუფლება მოიპოვა, გაზულუქდა და ყნოსვა დაკარგა. ამის შედეგი იყო ის, რომ მან დაკარგა ძალაუფლება. არ მაინტერესებს ამ ჩანაწერზე ლაპარაკი, მაგრამ რასაც ღიად და საჯაროდ ამბობს, ხომ ვუყურებთ, ხშირად ჩნდება ხოლმე და არ გვემალება, - დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა, ეს ის სააკაშვილი არ არის, რომელიც ოდესღაც იყო პოლიტიკური ცხოველი და მეათე სართულიდან რომ გადმოგეგდო, ისევ ფეხზე დადგებოდა", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner