logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: სანდრა არის კასტილიანი ჯალათი და ჩვენ მათ პასუხს არჩევნების გზით ვაგებინებთ!
- +

ავტორი ანა ფერაძე

1 ოქტომბერი. 2016. 20:17



„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ „რეპორტიორთან" წიგნის, „კაცი, რომელმაც დაამარცხა რეჟიმი" პრეზენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრაგედია რომელიც სულხან მოლაშვილის ოჯახს დაატყდა თავს, მთელი ქვეყნის უბედურებაა.


„ტრაგედია, რომელიც სულხან მოლაშვილის ოჯახს დაატყდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ოჯახის ტრაგედია არ არის. ეს არის თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს ოჯახი არ იყო გამონაკლისი, ასეთი განადგურებული ოჯახები უამრავი იყო. სააკაშვილის რეჟიმი ბოლოს ყველა ოჯახს შეეხო. ზოგი სულიერად, ზოგი მორალურად, ზოგი ფიზიკურად გაანადგურეს.

 

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ დღეს ოთხი წლის თავია  იმ გამარჯვებიდან, რაც ეს რეჟიმი დამარცხდა. ჩვენ კიდევ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს და მუდმივად უნდა გვახსოვდეს ის ძალადობა და სისასტიკე, რასაც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი ჩადიოდა.

 

დიახ, არჩევნებზე ცივილური გზით მიწასთან უნდა გავასწოროთ  ის ჯალათები, რომელებიც ახლა სანდრა რულოვსის სახით მოგვევლინენ  და ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანდრა დღეს არის მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა, სანდრა არის კასტილიანი ჯალათი და ჩვენ მათ პასუხს არჩევნების გზით ვაგებინებთ. ასეთ ადამიანებს საქარელოში არანაირი შანსი არ აქვთ გამარჯვების, სადაც ამდენი სისასტიკე ჩაიდინეს", - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner