logo_geo
eng_logo
თორნიკე მოლაშვილი: ზუსტად ოთხი წლის წინ საქართველო გადარჩა
- +

ავტორი ანა ფერაძე

1 ოქტომბერი. 2016. 20:37



კინოთეატრ ამირანში დღეს წიგნის, „კაცი, რომელმაც დაამარცხა რეჟიმი" პრეზენტაციაზე „რეპორტიორს" სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი ესაუბრა და ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც წიგნზე მუშაობდა.



„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წიგნზე მუშაობდა და ფილმი შექმნა. ეს ყველაფერი გვახსენებს იმ არადამიანურ ფაშისტურ რეჟიმს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა" იყო.

 

ზუსტად ოთხი წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველო  გადარჩა და დღეს ვიხსენებთ თუ რა პირობებში ცხოვრობდა ქართული საზოგადოება, რომელსაც თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება არ ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კლავდნენ, იჭერდნენ,  ან აუპატიურებდნენ", - აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner