ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრები სცემეს.
შემთხვევა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ კარდაკარის აქციის დროს მოხდა. ისინი ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ინფორმაციით, სოფლის ყოფილი გამგებელი, „ნაცმოძრაობის" წევრი პაპუნა კუკავა ახალგაზრდებს თავს დაესხა.
ერთ-ერთი ნაცემი გოგონა, ლიკა დემეტრაძეა, რომელსაც თავში ქვა ჩაარტყეს. ასევე, ნაცემები არიან თემუკა მიქავა და ნიკა ძიმისტარაშვილი.
დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.