„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავდმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა. კვარაცხელიას განმარტებით დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია და კვალიფიციურ მკურნალობის კურსს გადიან.
ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სოფელ დიდნეძში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების მიერ ნაცემი სულ სამი ახალგაზრდა მიიყვანეს, მათგან ერთი ბინაზე გაეწერა და მკურნალობის კურსს იქ განაგრძობს, ორი დაზარალებული ახალგაზრდა კი ამ დრომდე სტაციონარში რჩება.