კახა კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ის ადამიანები დააბრუნონ, ვინც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობდნენ
-
+
2 ოქტომბერი. 2016. 11:08
„ჩვენი მთავარი მონაპოვარია თავისუფლება, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ის ადამიანები დააბრუნონ, ვინც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობდნენ" - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ დიღომში ამომრჩეველთან განაცხადა.
„არასდროს არ დაბრუნდება საქართველოში, ის დრო, ის ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებზე იძალადებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.