logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას, ძალადობას
- +

2 ოქტომბერი. 2016. 11:17



ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გვიან ღამით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა „ქართული ოცნების" ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბში.



„ქართული ოცნების" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და წევრებს მოუწოდა არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციებს, რომელიც არჩევნებამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია.



ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას, ძალადობას. დღეს სოფელ დიდინეძშიქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც გააღიზიანანაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ისინი თავს დაესხნენ ამ ახალგაზრდებს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. ნაცემია სამი ახალგაზრდა, მათ შორის სასტიკად ნაცემია 19 წლის გოგონა, რომელიც უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორ მათგანს აქვს თავის ტვინის შერყევა. მიმდინარეობს მათი მკურნალობა. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ არანაირად არ აყვეთ მსგავს პროვოკაციებს, რომელიც მოსალოდნელი იქნება და შესაძლოა უფრო ხშირი გახდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში. „ქართული ოცნება" და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვეულ, მშვიდ გარემოში გაგრძელდეს არჩევნები და დასრულდეს ის ასევე ჩეულ, მშვიდ გარემოში 8 ოქტომბერსქართული ოცნების" გამარჯვებით",-განაცხადა მერაბ ქვარაიამ საგანგებო ბრიფინგზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner