15:00 საათი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მოწვეული ექიმები ისაუბრებენ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადად საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე.
მისამართი:
მუხიანი, IV ა მიკრო რ/ნ , დუმბაძის ქ. N8
22-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ ლევან კობერიძის საარჩევნო შტაბი
16:00 საათი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მუხიანისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა, სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რაგბის მოედანზე ცნობილი მორაგბეებთან ერთად შეხვდებიან ამომრჩეველს.
ღონისძიების დასაწყისში სტადიონზე მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ გამომსვლელები, შემდეგ კი გაიმართება სიმბოლური მატჩი ცნობილი რაგბისტების მონაწილეობით.
მისამართი: მუხიანი, I მიკრო რ/ნ , ნონეშვილის გამზ. N174 -ე საჯარო სკოლის მიმდებარე სტადიონი
14:00 საათზე, გლდანში ახალგაზრდები 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის მხარდასაჭერ მასშტაბურ მსვლელობას იწყებენ. მსვლელობა გლდანის მე-6 მიკრორაიონიდან, (ტიულენევის ქ.11 ) დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში, ლევან კობიაშვილი ახალგაზრდებთან ერთად გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონს ესტუმრება. მსვლელობა გლდანის პარკში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდასაჭერი კონცერტით დასრულდება.