logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანოთ
- +

2 ოქტომბერი. 2016. 11:31



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ შეძლებენ შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები.



ჩვენ საბაზისო ვერსია კანონმდებლობით საქართველოს მთავრობაზე განვიხილეთ, თუმცა ახალი ინიციატივები მასში ვერ იქნება ასახული საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე და მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ  შევძლებთ, რომ შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, იქნება ის, რაც ჩვენ განვაცხადეთ, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც აუცილებლად განხორციელდება. რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს შორის იქნება ინფრასტრუქტურის მიმართულება, ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები, სტარტაპების მიმართულება და ყველა სხვა ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ ისედაც გაგვაჩნია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner