ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„სააკაშვილის შეხვედრას ვუყურე, ნიუ-იორკში რომ გამართა. არ ვიცი, რა ვთქვა, გაოგნებული ვარ ხალხის სიმრავლით და ტაშის გრიალით. საქართველოში მივდივარ, რათა ხმები დავიცვაო!
მიხო, „ჩერეზ" ნიუ-იორკი რატომ გადაწყვიტე ჩამოსვლა, უკრაინიდან უფრო მოკლე გზა არ იყო?
ხუთიოდე დედაკაცი რომ შეგხვდა ამერიკაში და პომადა წაგცხეს მაგ გასიებულ ყბებზე, ეგენიც წამოიყვანე, „მატროსოვისკენ“ გამცილებელ-დამტირებლები ხომ გინდა?
თბილად ჩაიცვით, აქეთ ცოტა აცივდა!" - წერს ზედელაშვილი.