logo_geo
eng_logo
„ფოტოშოფის” ძალა - ნაციონალური მოძრაობის მორიგი აქცია ქუთაისში
- +

2 ოქტომბერი. 2016. 11:57



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ქუთაისში დაგეგმილი აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა, მერიის შენობის წინ 2300 მხარდამჭერი შეიკრიბა, აქციისთვის მზადება „ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო და მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდად ჩამოიყვანა.



პირველ ოქტომბერს გასამართი აქციისთვის, ორგანიზატორებმა ქალაქ ქუთაისის მერიას მიმართეს, განცხადში დაფიქსირებული იყო რომ, ენმ -ს აქციას 10000 ადამიანი დაესწრებოდა, თუმცა, რეალურად, რამდენიმე კვირიანი ორგანიზების შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ" მხოლოდ 2300 მხარდამჭერის მობილიზება შეძლო.



ამას ხელი არ შეუშლია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისთვის 2300 კაცი ათეულ ათას ადამიანად გამოაცხადებინათ. ამისათვის არაერთი ფოტომონტაჟი გააკეთეს პროგრამა ფოტოშოპის მეშვეობით.



კომპიუტერული პროგრამების გამოყენება, ფოტოებსა და ვიდეობში მხარდამჭერთა რაოდენობის გასაზრდელად „ნაციონალური მოძრაობისთვის" კარგად აპრობირებული მეთოდია. მაგალითად ქალაქ ბათუმში გამართული აქციის შემდეგ ინტერნეტში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ვრცელდებოდა ფოტოები სადაც შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილი შესამჩნევი იყო ფოტომონტაჟი.



საინტერესოა, რამდენი მხარდამჭერის მობილიზებას შეძლებს სააკაშვილის გუნდი თბილისში დაგეგმილ 5 ოქტომბრის აქციაზე და დარჩებიან თუ არა კვლავ „ფოტოშოპის" იმედად.



გთავაზობთ ფოტოებს და ვიდეოს, რომელშიც რეალურად ასახულია ქუთაისის აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner