პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
„ცოტა ხნის წინ, სააკაშვილმა „რუსთავის 2"-ის ეთერში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში იმარჯვებს, რაც ივანიშვილმაც აღიარა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობის 30% უჭერს მხარსო.
თუმცა, სააკაშვილმა მოიტყუა და ფაქტები შეგნებულად გადაასხვაფერა.
სინამდვილეში, ტელევიზორში რასაც ვუსმინეთ, ივანიშვილმა განაცხადა, მოსახლეობის 30% ისევ ფიქრობს, ხოლო 150-200ათასი მოქალაქე ნაციონალებს უჭერს მხარსო.
ანუ 30% ნაციონალებს კი არ უჭერს მხარს, არამედ ფიქრობსო!
(ანუ ფიქრობსო, ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმაო!)
150-200 ათასი კი, რომელიც ნაციონალებს უჭერს მხარს, არის 10-12%.
ნებისმიერს შეუძლია, ჩანაწერები ნახოს და გადაამოწმოს, რა თქვა ივანიშვილმა და როგორ გადაასხვაფერა მისი ნათქვამი სააკაშვილმა.
ანუ, სააკაშვილმა სცადა, რომ „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებში დავერწმუნებინეთ გაყალბებული ფაქტებით, ვინაიდან იცის, რომ მისი პარტია მარცხდება. სხვა რა ახსნა ეძებნება ამ „ჟულიკობას"?
P.S. ორივე ჩანაწერი დევს ინტერნეტში და ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს", - წერს მაღლაფერიძე.