„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ბათუმში ერას მოედანზე შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ნახონ რამდენი ვართ და ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ამ ქვეყანაში პრივილეგია უნდა ჰქონდეს ქართველებს და არა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც ხდება დღეს აჭარაში. ვიღაცა იტყვის ჩემზე, რომ ვერ იტანს სხვა ეროვნების ხალხსო, მაგრამ ასე არაა. თუ ეს საქართველოა, ჩვენ უნდა გვქონდეს პრივილეგია.
ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" და ეს სახეზეა, თუ ასე არ დაფიქსირდა არჩევნებში, ესე იგი გაყალბდა არჩევნები. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, დავიცავთ ყველა ჩვენს ხმას" - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
ირმა ინაიშვილმა კი ყველას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამართლიანობა ვერ აღდგა, რომლის აღდგენას დაჰპირდა მმართველი პარტია ხალხს.
„ხალხნო, ჩვენ მოგვიწევს მიხეილ სააკაშვილი ჩამოვათრიოთ ოდესიდან, მართველი პარტია ამას არ და ვერ იზამს. დავიცვათ ჩვენი ხმა და არ დავუშვათ, რომ ხმები წაგვართვან", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.