logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილს: ჩემს დაჭერას ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცობა, რომელიც შენ არასოდეს გაგაჩნდა
- +

2 ოქტომბერი. 2016. 13:27



„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მარჯვეა, როდესაც იმყოფება ისეთ ადგილზე, სადაც საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, განწირული განცხადებები, რომელსაც სააკაშვილი ახლა აკეთებს, მიმართულია იმისკენ, რომ თავისი დარჩენილი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთოს.



რაც შეეხება განცხადებას ჩემს დაჭერა-არდაჭერასთან დაკავშირებითმინდა, სააკაშვილს ვუთხრა: ჩემს დაჭერას 26 მაისს ვაჟკაცობა უნდოდა, ის ვაჟკაცობა, რომელიც შენ არასოდეს  არ გაგაჩნდა და არც ახლა გაქვს. ძალიან კარგად მახსოვს, ყველა კრიზისული ვითარება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, დედის კალთას რომ ამოეფარება პატარა ბავშვი, ისე იყო ხოლმე  ჩემს კალთას ამოფარებული. როცა მე  აღარ ვყავდი, გორში თოხნა კიდეც ცხვირით მიწა",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.



ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიმართა:



შენ არ გაქვს იმის ვაჟკაცობა, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, მაგრამ თუ გაბედავ და ჩამოხვალ, დიახ, ამჯერად ნამდვილად - მე და ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს ვიდექით შეუდრეკლად და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი - დაგხვდებით და წაგიყვანთ იქ, სადაც არის შენი ადიგილი. დიახ, შენ ჩაჯდები ციხეში,თუ გაბედავ და საქართველოში ჩამოხვალ. მოგიჯდებიან გვერდით ის ადამიანები, ვინც შენთან ერთად ჩადიოდნენ დანაშაულს და ამას მე აუცილებლად უზრუნველვყოფ. ამას  გპირდებიახლა შეგიძლია, ბილეთი იყიდო და ჩამოსვლა დაგეგმოჩვენ  ჩვენსას შევასრულებთ. შენგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს  სიტყვას ყოველთვის ვასრულებთ და არც არავისი  გვეშინია და არც არავის კალთის უკან არ ვიმალებით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner