logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩევნებს აყალბებდა, ახლა კი კვლევების გაყალბებით არის დაკავებული
- +

2 ოქტომბერი. 2016. 13:27



2016 წელს ჩვენს წინ არის სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩევნებს აყალბებდა, ახლა კი კვლევების გაყალბებით არის დაკავებული, - აცხადებს ორი მოწვევის პარლამენტარი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.



მინდა, გაგახსენოთ ერთი ამბავი. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ზურაბ ჟვანიამ მაშინდელ პოლიტიკურ დღის წესრიგს აცდენილი კამპანია აწარმოა, ჩემი აზრით, პოზიტიური. მაშინ სააკაშვილი მიხვდა, რომ აგრესიული ნეგატიური კამპანია იქნებოდა საჭირო შევარდნაძის რეჟიმთან საბრძოლველად. ზურაბ ჟვანიას ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა და ის ადგა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, თავისი გუნდის სახელის გასამყარებლად, გამოაქვეყნა ვითომ ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც მას თითქოს ხმას აძლევდა ამომრჩეველთა 22 %. სააკაშვილი ამაზე ძალიან გაბრაზდა და პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ჟვანია ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩევნებს აყალბებდა და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, სოციოლოგიური კვლევების გაყალბება დაიწყო. რას წარმოიდგენდა მაშინ, 2003 წელს, ამომავალი ვარსკვლავი სააკაშვილი, რომ საკუთარ თავზე ამბობდა ამას. 2016 წელს ჩვენს წინ არის სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩევნებს აყალბებდა, ახლა კი კვლევების გაყალბებით არის დაკავებული. სააკაშვილი კვლევებს აყალბებს ზუსტად იმ ხალხის მეშვეობით, ვისაც უწუნებდა ჟვანიას, ვგულისხმობ გოგორიშვილსა და მაჭავარიანს"- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner