logo_geo 13:40
შაბათი. 22 მარტი. 2025
eng_logo
ვალერი გელაშვილი: რამდენიც საჭიროა, იმდენი წელი დაველოდები, რომ განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც დადგეს
- +

2 ოქტომბერი. 2016. 14:09



პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის განცხადებით, კმაყოფილია, რომ განაჩენი დადგა იმ პირების მიმართ, რომლებმაც დავალება შეასრულეს და მასზე თავდასხმა მოახდინეს.



ჩემზე თავდასხმის ბრძანება სააკაშვილმა გასცა, მერაბიშვილმა, კოდუამ და სირაძემ კი, მისი დავალება შეასრულეს. რამდენიც საჭიროა, იმდენი წელი დაველოდები, რომ განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც დადგეს", - განაცხადა გელაშვილმა.



მისი თქმით, სპეცრაზმელებს, რომლებმაც ბრძანება შეასრულეს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვალერი გელაშვილი ქვეყნის მტერი იყო, რომელიც უნდა გაენეიტრალებინათ.



სპეცრაზმელებმა, რომლებმაც დავალება შეასრულეს, იმ მომენტში იცოდნენ, რომ მე ქვეყნის მტერი, შეაიარაღებული პირი ვიყავი და საჭირო იყო ჩემი განეიტრალება. მათ დღის ბოლოს გაიგეს, რომ თავდასხმა ვალერი გელაშვილზე მოახდინეს. მე მომდიოდა ინფორმაცია, რომ ისინი ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ძალიან ნანობდნენ. მათ იცოდნენ, რომ ოდესმე პასუხს აგებდნენ. სპეცრაზმელები ქვეყნის სამსახურში იყვნენ და როცა პირველი პირი ბრძანებას იძლევა, მათ უფლება არ ჰქონდათ, ქვეყნის მტრის განეიტრალების ბრძანება არ შეესრულებინათ. მათ წინაშე მე პრეტენზია არ მაქვს და არც არასდროს მექნება", - განაცხადა ვალერი გელაშვილმა გადაცემა 2030-ში.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up