logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია
- +

2 ოქტომბერი. 2016. 14:59



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მისთვის პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე ადრეული ბავშვობიდან არ არის უცხო, რადგან დედაც და ბებიაც პედაგოგები ჰყავდა.


მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია.



ძალიან კარგად ვიცი რამხელა შრომა და თავდადებაა. მინდა დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე.

ჩვენთვის განათლება სიტყვით და საქმით იქცა პირველ პრიორტეტად. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ განათლება წამოწეულიყო თავისი მნიშვნელობით და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ მომავალი წლების განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner