„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
გოჩა ენუქიძე ამჯერად ამბროლაურის რაიონის სოფლების- ჟოშხასა და ურავის მოსახლეობას შეხვდა.
„ჩვენი ქვეყანა ჩვენი შრომით უნდა გავაძლიეროთ. ნდობა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ, ჩემთვის საპასუხისმგებლოა. ვიცი, რომ მიხავლათ 8 ოქტომბერს საარჩვენო ყუთთან და ნდობას გამოუცხადებთ უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო განათლებას, სოციალურ სფეროს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.