logo_geo
eng_logo
ზურაბ პატარაძე და გიორგი კოპაძე მოხის მოსახლეობას შეხვდნენ
- +

2 ოქტომბერი. 2016. 15:03



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე მოხის მოსახლეობას შეხვდნენ.



ზურაბ პატარაძემ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.



რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ, თქვენთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ვიმუშაობთ, რომ თითოეულ თქვენგანს გქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, უკეთესი მომავალი "-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.



დღესვე ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარმა კანდიდატმა ხაზი გაუსვა ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთის რებილიტაციას და ეკოტურიზმის განვითარებას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner