logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: აღარ გვინდა რეფორმა სადამსჯელო სიტყვად იქცეს
- +

2 ოქტომბერი. 2016. 15:45



აღარ გვინდა, რომ რეფორმა სადამსჯელო სიტყვად იქცეს, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.



ჩვენ დღეს ვართ ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში და უმთავრესი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ სიტყვა რეფორმა აღარ გვინდა, სადამსჯელო სიტყვად იქცეს. გვინდა, რომ ეს სიტყვა იყოს ცვლილებებთან, ოღონდ დადებით ცვლილებებთან ასოცირებული, ისეთთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თქვენგან იქნება მოწონებული, ყველა თქვენგანთან შეთანხმებული. თქვენი ჩართულობით გაკეთებული რეფორმა გვინდა. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩვენ არ გვინდა, თავს მოგახვიოთ ჩვენი აზრები, რომლებიც არ იქნება თანხვედრაში თქვენს გამოცდილებასთან. თქვენი გამოცდილება უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერი ნაბიჯის, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ მომავალში. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება, რომ მოვისმინოთ თქვენი შეხედულებები და გავითვალისწინოთ მომავალ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ბევრი ნაბიჯი, რომელიც განხორციელდა სკოლებში - ფსიქოლოგის სამსახური, ექიმის მომსახურების აღდგენა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის დანერგვა - ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს ამას კიდევ უფრო გავაფართოებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა „ექსპო ჯორჯიაში", მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

 

პრემიერის განცხადებით, განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. მისი თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას აქვს ძალიან კარგი იდეები განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც მას ძალიან მოსწონს. მათ შორის, განათლების მინისტრს აქვს იდეა, რომ დანეგროს თავისუფალი გაკვეთილების პრაქტიკა, რათა ბავშვებსა და პედაგოგებს შორის თემების ფართო სპექტრი იყოს განხილული.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner