ავტორი სოფო ხუგოიანი
„ჩვენ, აქტივისტები, ვინც აქ ვდგავართ, ვლადიმერ პაპავას არ ვაცილებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც უნდა აიღოს თავის თავზე", - ამ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი რატი რატიანი აკეთებს. მისივე თქმით, ვლადიმერ პაპავას პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს უნივერსიტეტში სრულ ქაოსს გამოიწვევს.
„ვლადიმერ პაპავას პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, მაგრამ ახლა ეს მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს უნივერსიტეტში სრულ ქაოსს გამოიწვევს, იქიდან გამომდინარე, რომ კანცლერი, უნივერსიტეტის მეორე პირი არ არის არჩეული. უნივერსიტეტში ისედაც დაძაბული სიტუაციაა და ამას დაემატება ის, რომ უნივერსიტეტს არ ეყოლება პირველი და მეორე პირი, რაც ქაოსს გამოიწვევს. ჩვენ, აქტივისტები, ვინც აქ ვდგავართ, ვლადიმერ პაპავას არ ვაცილებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც უნდა აიღოს თავის თავზე, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის", - ამბობს რატი რატიანი.