logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ცენტრალური ფიგურა უნდა გახდეს მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი
- +

2 ოქტომბერი. 2016. 15:48



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ექსპო ჯორჯიაში", მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას დიდი ხანია, ჯერ კიდევ კომაროვის სკოლაში სწავლის პერიოდიდან იცნობს.



ერთი საიდუმლო უნდა გავამხილო - როდესაც სანდროს შევხვდი (მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ორივეს კომაროვის სკოლა გვაქვს დამთავრებული) და შევთავაზე განათლების მინისტრობა, მან მითხრა, რომ მე კარგად გიცნობ, ძალიან მომწონს ის ხაზი, რომელსაც შენ და მთავრობა ატარებთ, მაგრამ ერთი რამე მინდა თავშივე ვთქვაო - ჩემგან ნუ გექნება მოლოდინი, რომ გავპარტიულდები და პარტიულ მიმართულებას მივცემ განათლების მინისტრობის დროს ჩემს მუშაობასო. მაშინვე დავთანხმდი და მაშინვე ვუთხარი, რომ ზუსტად ეს არის ჩემთვის ყველაზე მისაღები. არ შეიძლება სკოლებში, უნივერსიტეტებში ჩვენ დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათი აზროვნება. რა თქმა უნდა, მოქალაქეობრივი პოზიცია ყველას აქვს, მაგრამ ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, ჩვენი უმთავრესი მიმართულებაა სკოლას და განათლების სისტემას რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა. ძალიან გულახდილად გეუბნებით ამას. მე ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე არ მეშინია ამის თქმის, იმიტომ, რომ ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ ფოკუსირება განათლებასა და განათლების ხარისხზე გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner