საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში.
„კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში.
ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე, ევროპულ არჩევნებს. საზოგადოება ორიენტირებულია, გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.