logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: არიან თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც არჩევნები მუშტი-კრივი ჰგონიათ
- +

2 ოქტომბერი. 2016. 16:54



„სოფელ დიდ ნეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი მხრივ მოველი ეფექტურ, სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს, მოველი პოლიტიკოსებისგან ადეკვატურ შეფასებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თემის კომენტირებისას.



მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტიურად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლოა იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი, მაგრამ მე  მოველი, რომ პოლიტიკურ ძალებში ასევე არიან ადამიანები, ვინც თავის პრინციპულ პოზიციას, თუნდაც თანაგუნდელებთან დაკავშირებით, დააფიქსირებენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში სცემეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner