„სოფელ დიდ ნეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი მხრივ მოველი ეფექტურ, სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს, მოველი პოლიტიკოსებისგან ადეკვატურ შეფასებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თემის კომენტირებისას.
„მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ფაქტიურად ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლოა იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი, მაგრამ მე მოველი, რომ პოლიტიკურ ძალებში ასევე არიან ადამიანები, ვინც თავის პრინციპულ პოზიციას, თუნდაც თანაგუნდელებთან დაკავშირებით, დააფიქსირებენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში სცემეს.