logo_geo
eng_logo
„საზოგადოებას, რომელსაც არ შეუძლია პოლიციელებს, მასწავლებლებს და ექიმებს პატივი სცეს, მომავალი არ აქვს“
- +

2 ოქტომბერი. 2016. 17:20



მასწავლებლის პრესტიჟი პირადად ჩემთვის და მთელი ჩვენი გუნდისთვის ღირსების საკითხია,, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.


მინისტრმა მასწავლებლებს პირობა მისცა, რომ ამ მიმართულებით მთავრობისა და სამინისტროს მხრიდან კონკრეტიულ ნაბიჯებს ყოველდღიურად დაინახავენ.



ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ის ხალხი, ვინც ამას იმსახურებს და ჩვენი პედაგოგები სწორედ რომ იმსახურებენ, იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალდაფასებული. არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ დაფასებას, ვგულიხმობ - პრესტიჟს და საზოგადოების დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. მჯერა და მწამს, რომ თქვენ ყველა, იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხანია მუშაობთ სკოლაში, ხართ გმირები იმის გამო, რომ ეს პროფესია აირჩიეთ. მინდა ამისთვის მადლობა გითხრათ. მადლობას ჩვენი გუნდისგან სიტყვითაც და საქმითაც დაინახავთ და გაიგებთ. საზოგადოებას, რომელსაც არ შეუძლია თავის პოლიციელებს, მასწავლებლებს და ექიმებს პატივი სცეს, მომავალი არ აქვს და ვერ ექნება", - მიმართა პედაგოგებს ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner