logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დავასრულოთ ის ღვარძლი და უბედურება, რაც დღეს გვჭირს
- +

2 ოქტომბერი. 2016. 17:22




საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დავასრულოთ ის ღვარძლი და უბედურება, რაც დღეს გვჭირს.



გავიარეთ მე მგონი ის წითელი ხაზები, რაც უნდა გაგვევლო ალბათ. მე ამას საქმითაც ვადასტურებ, რადგან არავის გაგიგიათ ჩემგან, რომ რაღაც უკადრებელი მეთქვას რომელიმე ოპონენტის მიმართ. ჩვენ თუ შევძლებთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვისაუბროთ ისე, რომ მოგვისმინონ, ერთ დიდ საქმეს უკვე გავაკეთებთ და ეს, შესაძლოა, იმ საქმის 80% უკვე იყოს, რაც შემდგომ უნდა გავაკეთოთ.

ეს ეხება ასევე პედაგოგებს, რადგან ჩვენს შვილებთან გაქვთ საქმე და ჩვენი ქვეყანა ისეთი იქნება, როგორც თქვენ დაელაპარაკებით მომავალ თაობას.

ამიტომ, უმთავრესია, თქვენი განწყობა იყოს პოზიტიური, ოპტიმისტური, ღირსებით შეხვიდეთ საკლასო ოთახში და პირობას გაძლევთ, ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner