logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრო: პირი, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი და აქტივისტი დაჭრა, იდენტიფიცირებულია
- +

2 ოქტომბერი. 2016. 19:40



ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დაჭრილ პირებს საოპერაციოდ ამზადებენ. როგორც „კვირას" გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს, ერთ-ერთ მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში, მეორეს კი ზედა კიდურში აქვს მიყენებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია პირის ვინაობა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. როგორც „ კვირას" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობის ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner