„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსის კახა კალაძის კომენტარი ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტზე.
„გუშინ, მაგალითად, ჩვენს აქტივისტებს თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ყოფილი გამგებელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც საავადმყოფოში არის მოთავსებული.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ, უარი ვთქვათ ძალადობაზე და როგორც ნორმალურ, განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და იქ დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა", - განაცხადა კახა კალაძემ.