logo_geo
eng_logo
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება
- +

2 ოქტომბერი. 2016. 21:17



ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირებისშესახებ,საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის, საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდება. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ანაკლიაში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე კომპანია  Van Oord- ის რეგიონული დირექტორი გოვერტ ვან ოორდი დაესწრებიან.


ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება; პროცესი 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.


პორტი 400 ჰექტარის ფართობზე შენდება და მისი მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner