logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
- +

2 ოქტომბერი. 2016. 21:05



გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა ცოტა ხნის წინ, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.


ირაკლი ოქრუაშვილმა მომხდარის დეტალებზე ისაუბრა და ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა დაასახელა.


„დღეს მთელი დღე ჩვენ შეხვედრებზე დადიოდა "ქართული ოცნების" აქტივისტი ედუარდ ნუცუბიძე. მოგვიანებით, მან შეხვედრაზე მოიყვანა არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელსაც კამათი მოუვიდა ჩვენს აქტივისტებთან. ჩვენ ვთხოვეთ მას, რომ დაეტოვებინა შეხვედრა, საპასუხოდ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მოახდინა 4 გასროლა. დაჭრილია ჩემი დაცვის წევრი კობა კოშაძე, მეორეს გვარს არ ვამბობ, რადგან ოჯახმა არ იცის მომხდარის შესახებ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ალექსანდრე ინდუაშვილი აპირებს, ცხინვალში გადაპარვას. რადგან ამ სტრუქტურაში ვმუშაობდი და კულტურის სამინისტროდან არ მოვსულვარ აქ, მე მოვუწოდებ სამართალდამცველებს, დროულად მოახდინონ მისი დაკავება", - განაცხადა ოქრუაშვილმა.


გორში ირაკლი ოქრუაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარ სროლაზე, რა დროსაც ორი პირი დაიჭრა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner