logo_geo
eng_logo
ნაცემი გოგონას დედა: სად არის სანდრა, სად არის გუნავა, შვილი მიკვდება
- +

3 ოქტომბერი. 2016. 00:19



„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან. მათ შორისაა, ლიკა დემეტრაძეც, რომელიც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იყო. ამაჟამად, მათი მდგომარეობა სტაბილურია.


გვიან ღამით, კლინიკაში ლიკა დემატრაძის სანახავად დედა, მაკა კოდუა იყო მისული. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ თენგიზ გუნავას მოუწოდა, მისი შვილი საკუთარი თვალით ენახა.


ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სოფელ დიდინეძში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების მიერ ნაცემი სულ სამი ახალგაზრდა მიიყვანეს, მათგან ერთი ბინაზე გაეწერა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.


„მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში პარტია „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც პარტია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამმა წევრმა. დაზარალებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტვინის შერყევისა და და თავს ქალის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზით მოათავსეს. აღნიშნულ ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner