logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 00:33




საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პოცესებში. გიორგი მაგველაშვილის განმარტებით, საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და ამ ვითარების დაძაბვა დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.


„ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე, ევროპულ არჩევნებს. საზოგადოება ორიენტირებულია, გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner