პაატა ბურჭულაძის პარტიაში ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ აღმაშენებლის გამზრზე მდებარე პარტიული ოფისის ქირის გადახდას ვეღარ ახერხებენ, რის გამოც ოფისი უკვე დატოვეს.
პარტიაში ამის მიზეზად „პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლასა და ფინანსური წყაროების გადაკეტვას" ასახელებენ.
როგორც პარტიაში აცხადებენ, დავალიანებას პოლიტიკური გაერთიანება აუცილებლად გადაიხდის.
„პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" მუშაობას რუსთაველის გამზირზე #24-ში გააგრძელებს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის წევრებს მეპატრონისთვის რამდენიმე თვის ქირა არ გადაუხდიათ. 2-სართულიანი ფართი ბურჭულაძის პარტიას კომპანია „რეალ ინვესტისგან“ ჰქონდა დაქირავებული და ყოველთვიურად 27 000 დოლარს იხდიდა, დავალიანებამ კი, 54 ათასი დოლარი შეადგინა.