logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: ექვთიმე თაყაიშვილის კუბოს რომ ოთხი კაცი გავყვებით და სანდრას მოწყობილ საარჩევნო შეხვედრებს - ოთხი ათასი - ე, ის ხალხი ვართ ჩვენ!
- +

3 ოქტომბერი. 2016. 01:36



ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს:


"საქართველოა ერთადერთი, სადაც მკვლელებს პარლამენტში ირჩევენ, ხელფასს აძლევენ და მერე "პაჟიზნენი" პენსიას უნიშნავენ, როგორც ყოფილ დეპუტატს(?!)... და ამის მერე, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც თავმოყვარეობა გააჩნია, სინდისის შემოტევა აწუხებს და საკუთარი შთამომავლობისა და ქვეყნის ბედ-იღბალი და მომავალი რაიმედ უღირს?!


ექვთიმე თაყაიშვილის კუბოს რომ ოთხი კაცი გავყვებით და სანდრას მოწყობილ საარჩევნო შეხვედრებს - ოთხი ათასი - ე, ის ხალხი ვართ ჩვენ!


სხვაზე ვლაპარაკობ, სხვაზე, თორემ პირადად მე (და თქვენც) ანგელოზი ვარ და ამას საკუთარ თავზე ხომ არ მივიღებ-თ?! :(((((((ამაყიქართულისმაილი)", - წერს მერაბ ხაჩიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner