სოციალური ქსელის მომხმარებელი მაცაცო კევლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ისე, როგორც არასდროს, მიყვარს ჩემი ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ისე, როგორც არასდროს, მეზიზღება ყველა პოლიტიკოსი და მათ შორის პოლიტიკოსებში პიარის მამა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ფრანგი მეღვინის რთველი, სადაც ლადო საპატიო სტუმრად იყო მიწვეული, საარჩევნო მარათონისთვის გამოიყენა და მრცხვენია ყველა თქვენგანის ნაცვლად, ვისაც ქართველი ოლიმპიელის სიყვარულის გაგრძელებისთვის ჯერ მის პასპორტში ქართველობის დამადასტურებელ ჩანაწერს ითხოვდით და ახლა ისე, რომ არ ელოდებით კომენტარს მომხდარზე, აცვით ჯვარს. ხვალ სააკაშვილის Live-ს ხინჩეგაშვილი არ დაესწრება. დანარჩენს ალბათ თავად ლადო იტყვის, მაგრამ ვისთვის ან რატომ? მოისმენთ? განაჩენი ხომ უკვე გამოიტანეთ!" - წერს კევლიშვილი.