„50 000 ხელმოწერით გავამყაროთ ჩვენი პეტიცია და გავაპროტესტოთ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ტყუილზე, გაყალბებაზე აგებული წინასაარჩევნო კვლევები"- ასეთი ინიციატივით გამოდის ორგანიზაცია „ამერიკის ნამდვილი მეგობრები" .
სოციალური ფორუმი „ამერიკის ნამდვილი მეგობრები" ( GFA ) გამოვდივართ ინიციატივით, 50 000 ხელმოწერით გავამყაროთ ჩვენი პეტიცია და გავაპროტესტოთ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ტყუილზე, გაყალბებაზე აგებული წინასაარჩევნო კვლევები. რამოდენიმე დღის წინ ამ ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც გაჟღერდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველთა 30% უჭერს მხარს. ეს ფაქტი გადამოწმებულია და წარმოადგენს სიცრუეს! სწორედ ეს სიცრუე დაედო საფუძვლად ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით, კომპანია GFK-ს მიერ შესრულებულ (საქართველოში დაკვეთის შემსრულებელი კომპანია BCG ეკუთვნის ნაცაქტივისტ ლევან თარხნიშვილის მეუღლეს) და მათივე ეთერით გაჟღერებულ გამოკითხვის შედეგს, რომლის მიხედვითაც,"ქართულ ოცნებას" ხმას აძლევს გამოკითხულთა 25, 4% ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას" არც მეტი, არც ნაკლები-26%. გამომდინარე ზემოთ მოყვანილი სიცრუის მაშტაბურობიდან, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ 8 ოქტომბრის საღამოს, რუსთავი 2-ის ეთერში ტრანსლირებულ ეგზიტპოლის შედეგებსაც არ ექნება სიმართლესთან არანაირი საერთო და გამოყენებული იქნება არეულობის ინსპირირებისთვის.
გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას , რათა გამოვხატოთ უნდობლობა „რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლების მიმართ !
წყარო: Manifest.ge