logo_geo
eng_logo
მამუკა ახვლედიანი: გვარამიამ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს
- +

3 ოქტომბერი. 2016. 19:03



საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მასსა და „რუსთავი 2 "- ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის საუბრის გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან და გვარამიას მიერ აღნიშნულ თემაზე გაკეთებულ განცხადებაზე, „კვირასთან" კომენტარს აკეთებს. მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ ბოდიში უნდა მოიხადოს.



მსგავს საკითხზე შესაძლოა, ჩვეულებრივ სიტუაციაში შევხვდით და ვისაუბრ, ვინ რა ინტერპრეტაციას მისცემს და ვისი მოთხოვნით რა იყო, ეს ცალკე საკითხია, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოიხადოს ამ ადამიანმა. მართალია, მას უფლება აქვს კანონით, თავისი საუბარი ჩაიწეროს, მაგრამ როცა სხვა ადამიანსაც ეხება, მინიმუმ დღეს მაინც უნდა მოეხადა ბოდიში. მე ამ ჩანაწერში იმ ტექსტებზე ვსაუბრობ, რა განცხადებებსაც მედიით ვაკეთებდი", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა „კვირასთან" საუბრისას.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner