logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: „რუსთავი 2“ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს!
- +

3 ოქტომბერი. 2016. 21:29



„ყველამ კარგად იცის „რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლებს და გამოკითხვებს არავინ ენდობა, საზოგადოება ძალიან წინ არის წასული", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ „რუსთავი 2" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გაყალბებით ცდილობს, რაც მისი შეფასებით, სასაცილოა. კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ცუდ დღეშია და ეს აისახება „რუსთავი 2"-ზეც.


„ძალიან ცუდ დღეშია „ნაციონალური მოძრაობა" , ეს აისახება „რუსთავი 2"-ზე და მის დირექტორზეც, რომელიც ასევე ცუდ დღეშია. არასწორი მონაცემებით, გაყალბებით, ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაც უკვე სასაცილოა. ყველამ კარგად იცის „რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლებს და გამოკითხვებს არავინ ენდობა, საზოგადოება ძალიან წინ არის წასული", - განაცხადა მანანა კობახიძემ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner