logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ნუ იმუქრება, ჩამოვიდეს, საკანი ელოდება!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 00:10


 

„სააკაშვილს მოვუწოდებ, ნუ იმუქრება შორიდან ჩამოსვლით", - აღნიშნული განცხადება სამეგრელოში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით გააკეთა.


როგორც სუბარმა აღნიშნა, თუ ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა სააკაშვილს ციხე ემუქრება.


„სააკაშვილს მოვუწოდებ, ნუ იმუქრება შორიდან ჩამოსვლით. ჩამოვიდეს, ველოდებით საზღვარზე. ელოდება ხელბორკილები და თბილისში მეცხრე დაწესებულებაში საკანი. ეს არის ის ერთადერთი, რაც მას საქართველოში ელის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner