logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამიას რჩეული პარტიები, რომლებსაც რეიტინგები ხელოვნურად აქვთ გაზრდილი
- +

4 ოქტომბერი. 2016. 05:40



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა  GFK­ს კვლევის მონაცემები გააყალბა. ნიკა გვარამიას რჩეულ პარტიებს რეიტინგები ხელოვნურად აქვთ გაზრდილი.


კვლევის მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობას" რეალურად გამოკითხულთა მხოლოდ 12,5% უჭერს მხარს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"­მა კი GFK ­ს კვლევა გააყალბა და პირდაპირი ეთერით განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 26% უჭერს მხარს.


GFK კვლევის შედეგები სხვა პარტიებთან მიმართებაშიც გაყალბებულია.


„საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას" რეალურად გამოკითხულთა 3.2% უჭერს მხარს. გაყალბებული მონაცემების მიხედვით კი, „ლეიბორისტულ პარტიას" „რუსთავი 2"­მა მხარდამჭერთა რაოდენობა ხელოვნურად გაუზარდა და 0.6% ით მეტი 3.8% დაუწერა. მსგავსი სიტუაციაა პაატა ბურჭულაძის პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" რეიტინგების მიმართ. აქაც „რუსთავი 2"­მა ბურჭულაძის პარტიას რეიტინგი ხელოვნურად გაუზარდა და რეალური 2%­ის ნაცვლად გაზრდილი 2.6% დაუწერა. „რუსთავი 2"­მა კვლევის შედეგები გააყალბა ირაკლი ალასანიას პარტიის მიმართაც, „თავისუფალ დემოკრატებს" GFK ­ს კვლევის რეალური მონაცემი პარტიის მხარდაჭერის შესახებ ხელოვნურად გაუზარდა - რეალური 3.2%­ის ნაცვლად შედეგი 0.4%­ით გაუზარდა და 3.6% დაუწერა.


გთავაზობთ დოკუმენტებს:


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner