logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები გამებუტნენ, აღარ ვუყვარვარ
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:13




საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის პროექტში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან"  განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს „ქართული ოცნების" კანდიდატებთან სადებატო არაფერი აქვთ, ამიტომ დებატებზე საერთოდ არ მიდიან და მაგალითად „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები მოიყვანა, რომლებიც, მისივე თქმით, კითხვასაც აღარ უსვამენ.


„ნახეთ, ვის მიყავს ფსონი ამ შეხვედრებში?! - „რუსთავი 2"-ს. მაგრამ ჩემთან აღარ მოდიან არცერთ შეხვედრაზე - გამებუტნენ. კი არ გამებუტნენ, საკითხი აღარ აქვთ.  მაგათი ყველა ტრიუკი ვიცი, კითხვას რომ სვამენ, ვიცი, რა აქვთ შიგნით ჩაგდებული და ვპასუხობ სწორად. დანახვა აღარ უნდათ ჩემი. მიპატიჟებაზეც უარი მითხრეს და აღარ ვუყვარვარ საერთოდ.

 

იგივეა ჩადებული აქაც. რაზე უნდა იდებატოს „ნაციონალურმა მოძრაობამ". სინდისი გადახაზული აქვთ და შუბლის ძარღვი გაწყვეტილი. სათქმელი აღარ აქვთ, იმდენად ყველა მიმართულებით არის გაუმჯობესებული სიტუაცია. ეტყობა, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან სათქმელი არაფერი აქვთ და დებატებშიც არ სხდებიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner