პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს, რომ მთაწმინდასა და ვერაზე არსებულ ყველა თონეში „ნაციონალმა" ნიკა რურუამ საკუთარი სახელობის პურის პარკები დაარიგა.
„ეს არის პურის ჩასადები პარკი!!! მთაწმინდაზე და ვერაზე არსებულ ყველა თონეში ჩამოარიგა ნაციონალების თვალისჩინმა! ახლა მიდი და არკვიე, კარგია ეს თუ ცუდი?! ეჰ, ნეტა ჩვენი არსობის პურს მაინც არ გასვრიდნენ ეს მკვლელები!", - წერს ხოფერია.