logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: გვარამიას აქვს თავისი გეგმა, რომელიც ოდესასთან აქვს შეთანხმებული
- +

4 ოქტომბერი. 2016. 11:20




„ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე ქანთარია „კვირას" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა უსმენდეს.

 

 

„გვარამიას აწყობს, რომ დროდადრო რაღაც ჩანაწერი გამოუდონ, იყოს წინა პლანზე და ბუნებრივია, მას აქვს თავისი გეგმა, შეთანხმებული ოდესასთან. ის არც მალავს, რომ უნდა, რაც შეიძლება მეტი მავნებლობა მოუტანოს ხელისუფლებას. აუცილებელია, რომ ასეთ ხალხს უსმენდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გამოქვეყნდეს ეს ჩანაწერები და ეს ჩანაწერი, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, რისი დამადასტურებელი და რისი მაქნისია, ხომ? არაფრის. სუს-ში ასეთი ხალხი არ ზის, ასეთი მოკლე ჭკუის, რომ მსგავსი ჩანაწერები შეაგროვოს და მერე მითუმეტეს, სცადოს გამოქვეყნება. ეს არის ისევ მისი ინიციატივა, მაგრამ ამას ბუნებრივია სჭირდება დამტკიცება და თუ ამას სამართალდამცავები იტყვიან, ეს უნდა დაამტკიცონ", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner