საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მიერ ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი.
„ამაზე სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ცნობადობა და ინტერესი დღითიდღე იზრდება. ეს აღმავალი ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. სწორედ ამის მისაღწევად, ტურიზმის განვითარების ფონდის დაარსება ძალიან დროული ნაბიჯია. ფონდი უზრუნველყოფს აღნიშნული სფეროს სტაბილურ განვითარებას მომავალში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.