logo_geo
eng_logo
კახა ძაგანია: მივმართავ ხელისუფლებას, რეაგირება მოახდინოს შალვა ნათელაშვილის მიერ „გათეთრებულ“ თანხებზე
- +

4 ოქტომბერი. 2016. 12:42



„მემარცხენე ალიანსის"  ლიდერმა კახა ძაგანიამ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონკრეტული დოკუმენტები წარადგინა იმის შესახებ, თუ რამდენი მილიონი ლარი აქვს დახარჯული ბიუჯეტიდან შალვა ნათელაშვილს პირადი სარგებლობისთვის.



მისი თქმით, ნათელაშვილის საბიუჯეტო თანხის დანახარჯმა წლიურად ჯამში 225 453 ათასი ლარი შეადგინა.



ეს ადამიანი არის თაღლითი. მე წარმოგიდგინეთ დოკუმენტი, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ნათელაშვილმა პარტიის განვითარებისთვის მიღებული საბიუჯეტო თანხები პირადი სარგებლობისთვის გამოიყენა.

ის ჯერ კიდევ ოპიზიციაშია და საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს საბიუჯეტო თანხებს. მან ტელეკომპანიარუსთავი-2"-, რომელიც არის სააკაშვილის პირადი ქონება, გადაურიცხა 100 000 ლარი, იმ სააკაშვილს გადაურიცხა, რომელმაც უწამა და დაუჭირა თანამებრძოლები. ამ ადამიანს არასოდეს უმუშავია ბიზნესში და არის ერთ-ერთი მილიონერი და მდიდარი პოლიტიკოსი", -განაცხადა კახა ძაგანიამ.



ძაგანიას ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილი პარტიისთვის განკუთვნილი თანხიდან კვადროციკლებს ყიდულობდა.



ასევე ციფრებით ასახელებს იმ ხელფასს, რომელიც ნათელაშვილმა პარტიული მოღვაწეობისთვის მიიღო. აღნიშნული ციფრები მითითებულია ლეიბორისტული პარტიის საფინანსო დეკლარაციაშიც.



ნათელაშვილი, რომელიც გულდათუთქულია გაჭირვებული საქართველოს მოსახლეობის მიმართ, უმწეოთა შეწირულობისთვის რიცხავს 1076 ლარს იმ მილიონებიდან, რასაც ჯიბეში იდებს.

მისი საწვავისთვის გადარიცხულმა თანხამ 34 252 ათასი ლარი შეადგინა, ოფისის კომუნალურმა გადასახადმა 31 857, სამივლინებო ხარჯებმა 78 055 ლარი, როცა ვეკითხებოდით, საიდან ჰქონდა თანხები, გვპასუხობდა, რომ საკუთარი შემოსავალი გააჩნდა. აღნიშნული თანხებით ისვენებდა ნათელაშვილი, ყიდულობდა კვაროციკლს და ნანუკა ჟორჟოლიანს ასეირნებდა", -განაცხადა კახა ძაგანიამ.



ძაგანია პროკურატურას და ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს, დაინტერესდნენ, სად იხარჯება საქართველოს ბიუჯეტის თანხები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner